გაქვს ინფორმაცია შესაძლებლობის შესახებ?
გაგვიზიარე და ჩვენ გამოვაქვეყნებთ
წაიშლება შენი პროფილი, რჩეულები და ელფოსტის პარამეტრები. ყველა მოწყობილობაზე გამოხვალ ანგარიშიდან.
ჯერ რჩეულები არ გაქვს. სასურველ განცხადებაზე დააჭირე შენახვის ხატულას.
ჩვენ დაგეხმარებით საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების თითოეულ ეტაპზე — განაცხადიდან სავიზო პროცედურების ჩათვლით
ტრენინგები, კონფერენციები, გრანტები და სხვა შესაძლებლობები ქართველი სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის
გაქვს ინფორმაცია შესაძლებლობის შესახებ?
გაგვიზიარე და ჩვენ გამოვაქვეყნებთ
გზამკვლევები, რჩევები და სტატიები — ყველაფერი სტიპენდიის მოსაპოვებლად
სად დავიწყოთ, რომელი სტიპენდია ავირჩიოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ.
განახლებულია: 15 ოქტომბერი 2026
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, როგორ აგროვებს და იყენებს Buknacho.ge თქვენს პერსონალურ მონაცემებს და როგორ შეგიძლიათ მათი მართვა.
სტიპენდიების, შესაძლებლობებისა და სტატიების ნახვა რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ. ანგარიში საჭიროა რჩეული განცხადებების შესანახად და შეტყობინებების გამოწერის სამართავად.
Google-ის ანგარიშით შესვლისას Google გვაწვდის თქვენს სახელს, ელფოსტის მისამართსა და უნიკალურ კოდს, რომლითაც თქვენს ანგარიშს ამოვიცნობთ. თქვენი პაროლი ჩვენთვის უცნობი რჩება.
ეს ინფორმაცია ინახება თქვენს პროფილთან ერთად. ასევე ინახება რჩეულებში დამატებული განცხადებები და შეტყობინებების გამოწერის შესახებ თქვენი არჩევანი.
თქვენს მონაცემებს ვიყენებთ ანგარიშში შესვლის, რჩეული განცხადებების შენახვისა და თქვენ მიერ არჩეული პარამეტრების შესანარჩუნებლად.
საიტის გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის ვიყენებთ აუცილებელ cookies-სა და ტექნიკურ მონაცემებს. Cookies საშუალებას გვაძლევს, ამოვიცნოთ ანგარიშში შესული მომხმარებელი. გარკვეული მოქმედებების დროს IP მისამართიც გამოიყენება, რათა მოთხოვნების გადაჭარბებული რაოდენობა შეიზღუდოს.
საიტის მუშაობას ტექნიკური მომსახურების მომწოდებლებიც უზრუნველყოფენ. ისინი მონაცემებს შესაბამისი მომსახურების გასაწევად ამუშავებენ.
შეტყობინებების მიღებას თავად ირჩევთ. ანგარიშის შექმნა წერილების გამოწერას არ ნიშნავს.
ამ ეტაპზე მხოლოდ გამოწერის შესახებ თქვენი არჩევანი ინახება — წერილების გაგზავნა ჯერ არ არის გააქტიურებული. არჩევანის შეცვლა ანგარიშის პარამეტრებში შეგიძლიათ.
პროფილის მონაცემები, რჩეული განცხადებები და გამოწერის პარამეტრები ინახება მანამდე, სანამ ანგარიშს არ წაშლით.
ანგარიშის წაშლა მისი პარამეტრებიდან შეგიძლიათ. ამასთან ერთად იშლება თქვენი პროფილი, რჩეულები და გამოწერის პარამეტრები. ანგარიშით სარგებლობის გასაგრძელებლად ხელახლა რეგისტრაცია დაგჭირდებათ.
თუ გსურთ გაეცნოთ თქვენ შესახებ შენახულ მონაცემებს, მოითხოვოთ მათი გასწორება ან წაშლა, მოგვწერეთ: buknacho.ge@gmail.com.
Buknacho.ge-ზე განთავსებულია სხვა ორგანიზაციების ვებსაიტების ბმულები. მათზე გადასვლის შემდეგ თქვენი მონაცემების გამოყენებას შესაბამისი ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს.
ამ პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები და განახლების თარიღი გამოქვეყნდება ამავე გვერდზე.